ალექსანდრე ციმაკურიძე
ალექსანდრე ციმაკურიძე | |
---|---|
სრული სახელი | ალექსანდრე გრიგოლის ძე ციმაკურიძე |
დაიბადა | 5 აპრილი, 1882 |
დაბადების ადგილი | ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი |
გარდაიცვალა | 24 მაისი, 1954 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
ალექსანდრე გრიგოლის ძე ციმაკურიძე (დ. 5 აპრილი, 1882, სოფ. ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 24 მაისი, 1954, თბილისი) — ქართველი ფერმწერ-პეიზაჟისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხაშურის დაწყებითი სარკინიგზე სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიაბარეს გრავიორს შეგირდად. შემდეგ სწავლა განაგრძო კავკასიის ნატიფი ხელოვნების ხელშეწყობის სკოლაში ბორის ფოგელთან და ოსკარ შმერლინგთან. შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში და ჩაირიცხა კ. იუონის სტუდიაში. მოგვიანებით სტროგანოვების ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელშია, ხოლო 1906 წელს აქვე განაგრძო სწავლა ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები: ნ. კასატკინი, ლ. პასტერნაკი (გამოჩენილი პოეტის მამა) და ა. ვასნეცოვი, რომელიც პეიზაჟის სპეციალუურ კურსს კითხულობდა. ამ უკანასკნელმა დიდი გავლენა იქონია მომავალ ხელოვანზე.
1922 წლიდან ალექსანდრე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში, ჯერ მოსე თოიძის სტუდიაში, ხოლო 1930 წლიდან სამხატვრო აკადემიაში.
გამოჩენილი ფერმწერი თანამედროვე ქართული პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. კარგადა ცნობილი მის ნამუშევართა სერია, რომელშიც შემოქმედი დიდი სიყვარულითა და განცდით გადმოგვცემს მშობლიური მხარის პეიზაჟებს. ამასთანავე იყო შესანიშნავი კოლორისტი. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების,თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში ინახება მისი შესანიშნავი ნამუშევრები: „ქვიშხეთის მიდამოები“, „ბორჯომის ხეობის დასაწყისი“, „მზიანი დღე“, სერია „ძველი თბილისი“, „ქართლის ველი“ და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ცისფერი სახლი. 1927. ტილო, ზეთი.
-
ქვიშხეთის პეიზაჟი. 1932. ტილო, ზეთი.
-
მხატვრის სახლი. 1937. ტილო, ზეთი
-
მხატვრის სახლი. 1937. ტილო, ზეთი.jpg
-
ბორჯომის ხეობა. 1940. ტილო, ზეთი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 394, თბ., 1994